ჩვენი საქმიანობა

კომპანია საქმიანობს 2006 წლიდან, თუმცა ეს ყველაფერი უფრო ადრე, 2000 წლიდან დაიწყო ღვინის, სახელად, "თელიანი ველის" წარმოებით. 2006 წელს

კომპანიის ახალ ეტაპზე გადასვლისა და საქმიანობის არეალის გაზრდის შემდეგ დადგა რებრენდინგის საჭიროება: “თელიანი თრეიდინგი” გახდა “GDL” - Georgian Distribution and Logistics company, ანუ სადისტრიბუციო მომსახურების პარალელურად კომპანიამ დაიწყო ლოგისტიკური მომსახურების განვითარება 3PL მიმართულებით, რაც მოიცავს: პროდუქციის შენახვასა და მართვას, შეკვეთების აწყობასა და მიწოდებას, საბაჟო მომსახურებას და შიდა ტრასნპორტირება. ამჟამად კომპანიის საკუთრებაში 80 სხვადასხვა ტვირთამწეობის სატვირთო ავტომობილია, რომელიც უზრუნველყოფს 11

კომპანია მის უპირველეს მიზნად და მოვალეობად მიიჩნევს, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას საქართველოში წარმოებული პროდუქტის რეალიზაციით. გარდა იმისა, რომ GDL ქვეყნის შიგნით ცდილობს მიზნების განხორციელებას, ასევე მის ფარგლებს გარეთ გზავნის პროდუქციას და გლობალური ბაზრის გამდიდრებას ცდილობს ეროვნული ნაწარმით. ამ ეტაპზე ექსპორტირებული პროდუქტები: ლუდი - “შავი ლომი”, ლიმონათი - “ყაზბეგი” და ლუდი - “აისი” საკმაოდ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს გლობალურ ბაზარზე.