Teliani Collection

28 მარტი, 2020

ჯიდიელის პორტფელს კიდევ ერთი გამორჩეული ბრენდი „ღვინის ხალხი“ დაემატა, რომელიც „თელიანი ველის“ ახალი პროექტის „თელიანი ქოლექშენის“ ფარგლებში შეიქმნა და მცირე მარნების იშვიათ და რჩეულ ღვინოებს აერთიანებს.

თელიანი ქოლექშენი გამორჩეულ ღვინოებს სხვადასხვა ნიშნით გააერთიანებს და წლის განმავლობაში რამდენიმე კოლექციას შესთავაზებს ღვინის მოყვარულებსა და პროფესიონალებს.

 ღვინოების პირველი კოლექციია  10  სახეობის ბოლნური ღვინისგან შედგება.
„ღვინის ხალხის“ კოლექციის თითოეული ბოთლი გვაცნობს მეღვინეს და მოგვითხრობს მის ისტორიას. კოლექცია საქართველოში მომავალი კვირიდან გაიყიდება და მისი შეძენა მომხმარებლებს ღვინის მაღაზიებში შეეძლება.

ბრენდის კონცეფციასა და ვიზუალზე ბრიტანელმა და ქართველმა დიზაინერებმა იმუშავეს - კრედიტები:

 კრეატიული დირექტორი -Charlotte Hopkinson
 არტ დირექტორი/დიზაინერი- გიორგი პოპიაშვილი

ასევე შეიძლება მოგეწონოთ
01 სექტემბერი, 2021