Decanter 2021

01 სექტემბერი, 2021

საერთაშორისო კონკურსზე „Decanter 2021“ წარმოდგენილმა ქინძმარაულის მარანის ღვინოებმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და 3 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ვერცხლის მედალოსანი ღვინოებია: "ქისი 2019", "ყვარელი 2019", "ოცხანური საფერე 2019". 2021 წელს კონკურსში 18094 ღვინო იღებდა მონაწილეობას, რომელიც 170 ღვინის ექსპერტისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა.

"Decanter World Wine Awards“ მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კონკურსია. გამარჯვებულ ღვინოებს მსოფლიო ღვინის ექსპერტები ფარული დეგუსტაციით ავლენენ.

კონკურსში მოპოვებული ჯილდო ხარისხის სანდოობის უმაღლესი გარანტიაა, რომელიც მსოფლიოს მხოლოდ საუკეთესოთა შორის საუკეთესო ღვინოებს გადაეცემათ.

ასევე შეიძლება მოგეწონოთ
28 მარტი, 2020
01 სექტემბერი, 2021